16 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ბრიუსელში უნდა ჩავიდეს ინტერპარტიული ჯგუფი და აიღოს პასუხისმგებლობა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდება - ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტში პლენარული სხდომა იწყება,  სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნება. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, რის შემდეგაც, დებატები დაიწყება.

მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი - რა გეგმა აქვს ხელისუფლებას ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და რა კეთდება ამ მიმართულებით.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში საქართველოს ინტერპარტიული ჯგუფი უნდა ჩავიდეს და პასუხისმგებლობა აიღოს, რომ დაბრუნდება შარლ მიშელის დოკუმენტში და საქმით აჩვენოს, რომ მას რეალურად სურს ევროკავშირი.

"ამ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც რამდენიმე დღეში, საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის საკითხი უნდა გადაწყდეს, ერთობლივი ინტერპარტიული ჯგუფი უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა, რომ დაბრუნდება შარლ მიშელის დოკუმენტში და საჭირო რეფორმებს გაატარებს, კონკრეტულ ვადაში აიღოს ეს პასუხისმგებლობა და არა მხოლოდ ეს პასუხისმგებლობა აიღოს, აჩვენოს საქმით მზაობა, რომ მას რეალურად სურს ევროკავშირი", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

რაც შეეხება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას, მას დებატების ჩატარება არსებულ რეალობაში უცნაურად მიაჩნია.

"მაინტერესებს ყველაზე მეტად რით იქნება ეს დებატები განსხვავებული და რისი თქმა უნდათ ახლის "ქართულ ოცნებას", რადგან დათანხმდნენ ამას. სიმართლე რომ გითხრათ, დებატები ცოტა უცნაურია იმ რეალობაში, როდესაც მთავარი დოკუმენტი, რაზეც უნდა ვიდებატოთ არის საიდუმლო. აქედან გამომდინარე ჩვენ დავსვამთ კითხვებს, რომელზეც უპასუხა "ქართულმა ოცნებამ", მაგრამ ჩვენ პასუხები არ ვიცით," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები