16 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
"ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის გადაყვანის საფუძველი"- ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილი დღეს, ადვოკატებმა კლინიკაში მოინახულეს. ვივამედში იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძეც. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას საზღვარგარეთ გადაყვანა.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთეს მმართველი პარტიაშიც. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება გადაყვანის საფუძველი. პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაუჯეროს თავისივე მკურნალ ექიმებს. 

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში, საქალაქო სასამართლოში, სააკაშვილის პროცესი გადაიდო. სასამართლოს 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე უნდა ემსჯელა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 15 ივნისს გაიმართება. 

 

 

დღის ამბები