16 ნოემბერი 2024,   00:14
ვრცლად
როგორც კი აღარა იარსებებენ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები, ხუხულასავით დაინგრევა ყველა რეპრესიული სისტემა- ანა ნაცვლიშვილი 

მოსამართლე, რომელიც თავდასხმის ობიექტი გახდება, ხელისუფლებისგან მიიღებს სათანადო დაცვას - სპეკულაციებს აშშ-ს საელჩოს განცხადება მარტივად დაასრულებდა, აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე.

ირაკლი კობახიძე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ოპოზიციას და გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლის თემას და განაცხადა, რომ მოსამართლეზე ზეწოლა "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა.

მისი თქმით, ოპოზიციამ ამერიკის საელჩოს დისკრიმინაციაში, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფასა და არაფორმალური მმართველობის მცდელობაში დასდო ბრალი. კობახიძეს ოპონენტებმა უპასუხეს, ოპოზიცია შანტაჟზე საუბრობს. პარლამენტის სხდომა დღეს პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა, კიდევ რა გზავნილები ისმოდა დარბაზში, ამას უკვე

ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას, მალევე, სხდომათა დარბაზშივე უპასუხეს ოპოზიციის წარმომადგნელებმა. როგორც ოპოზიცია მიიჩნევს, მმართველი გუნდის  ეს განცხადებები არის ზეწოლა და შანტაჟი აშშ-ს საელჩოზე და მოსამართლეებზე.

"ძალიან სწორია, სწორედ შემსრულებლების სანქცირება. იმიტომ, რომ შემსრულებლები უნდა გამოეცალონ ხელისუფლებას ხელიდან. პოლიტიკური დავალებები იარსებებს, მაგრამ როგორც კი აღარა იარსებებენ პოლიტიკური დავალებების შემსრულებლები ხუხულასავით დაინგრევა ყველა რეპრესიული სისტემა,"-აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის, რომან  გოცირიძის თქმით, ქართული ოცნება პირდაპირ აშანტაჟებს აშშ-ს საელჩოს და მოუწოდებს, რომ არ გაბედოს იმ მოსამართლეების შეწუხება, რომლებიც შემჩნეულები არიან პოლიტიკურ დევნაში და გამოაქვთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

რომან გოცირიძის ბრალდებას უპასუხა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, აშშ-ს საელჩოს ექნება შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ბრალდებაზე. 

"თქვენ ახლა ადასტურებთ და ამერიკის საელჩოს დასდეთ ბრალი, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ თავისი შეხედულების მიხედვით, რომელმაც მიიღო ის გადაწყვეტილება დაასანქცირა საელჩომ?! დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის საელჩო ამაზე რეაგირებას მოახდენს და თავის პოზიციას დააფიქსირებს,"-აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

უფრო ვრცლად "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება იხილეთ აღნიშნულ ბმულზე. 

დღის ამბები