16 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამედიცინო პერსონალის მიმართ პრეტენზია არ გვაქვს, გადაწყვეტილება პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე იქნება მიღებული – დიტო საძაგლიშვილი

დღეს, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატებმა კლინიკაში მოინახულეს. "ვივამედში" ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძეც იმყოფებოდა. მათი განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა და მას საზღვარგარეთ გადაყვანა სჭირდება. ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა. 

"ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით გლდანში ძალით გამოყენების და გადაყვანის დროს მივიღე, როგორც ვხვდები ეს საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას - ამას წერს სააკაშვილი, ადამიანი ძალას კიდურებში ვერ გრძნობს,"- აცხადებს ხერხეულიძე.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კი აცხადებს, რომ საბოლოო დიაგნოზის დასმისთვის,გამოკვლევები ჯერ არ დასრულებულა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით სამედიცინო პერსონალის მიმართ ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, დარწმუნებულები ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება მიღებული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე", - აცხადებს საძაგლიშვილი. 

დღის ამბები