16 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე, ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტმა, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად,ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

საკითხი განსახილველად, დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს გადაეცა. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს.

ეროვნული ბანკის საბჭო ამჟამად 7 წევრისგან შედგება, თუმცა ეროვნული ბანკის შესახებ კანონის თანახმად, ის 9 წევრისგან უნდა შედგებოდეს.

ნათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის თებერვლამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნათია თურნავას მხარს დაუჭერს. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ნათია თურნავა პროფესიონალია რის გამოც ის მხარდაჭერას უცხადებს. 

დღის ამბები