16 ნოემბერი 2024,   00:15
ვრცლად
თუკი ვინმე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მოუწოდონ მას, რომ ექიმის რეკომენდაციები დაიცვას - მამუკა მდინარაძე
მმართველ გუნდში, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საჭიროებას ვერ ხედავენ.
 
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, ოპონენტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებენ. მამუკა მდინარაძე სააკაშვილს ურჩევს, რომ ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

"თუ მართლა ვინმე გულწრფელად ფიქრობს და არა პოლიტიკური ინტერესის გამო, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დღეს არის პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, (შეიძლება ასე არ იყოს), დაზღვევის მიზნით, რომ მართლა თავის თავს რამე არ მოსწიოს ამ კაცმა, თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, უნდა მიუწოდონ, რონ ექიმის რეკომენდაციები დაიცვას და პრობლემა არ ექნება. დანარჩენი მართლა არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ევროპაში გადაყვანა კი არა, საქართველოში თუ დაუჯერებს, ყველაფერი იქნება კარგად, მე ასე მჯერა გულწრფელად, სხვა საფუძველი ჩემთვის არანაირ ინფორმაციას არ მოუცია, რომ სხვანაირად ვიფიქრო“, - აცხადებს მდინარაძე. 

დღის ამბები