ოპოზიციის წერილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას უკვე გადაეცა. ერთობლივად მომზადებულ გზავნილში დაფიქსირებულია საპარლამენტო ოპოზიციის თხოვნა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და გამოთქვან მზადყოფნა ჩაერთონ ყველა საჭირო რეფორმის განხორციელებაში.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად აბსურდულია მათ მიმართ "ქართული ოცნების" ბრალდებები, თითქოს ოპოზიციის ნაწილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია.