16 ნოემბერი 2024,   00:12
ვრცლად
გვეამაყება, რომ დღეს ჩვენი ერი დგას ისევ ფეხზე, დგას ამაყად, დგას საკუთარი ენის, სარწმუნოებისა და კულტურის სადარაჯოზე - თეა წულუკიანი

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან და შვილებთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა. მოქალაქეები ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ფოტოებს იღებდნენ. პრემიერმა ის კუთხეები დაათვალიერა, რომელიც რუსთაველზე სხვადასხვა ოფიციალურ უწყებას აქვს მოწყობილი. ეს არის გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, შემეცნებითი კუთხეები, პავილიონები და ასე შემდეგ.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი. 

"საქართველოს ყველა მოქალაქეს, სადაც არ უნდა იმყოფებოდეს დღეს, 26 მაისს ყველა ადამიანს, რომლისთვისაც საქართველო არის სამშობლო, მინდა მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ეს დღე ჩვენ მოვიპოვეთ საუკუნოვანი ბრძოლების შედეგად, საკუთარი სისხლით და ძალიან ბევრი დანაკარგით. გვეამაყება, რომ დღეს ჩვენი ერი დგას ისევ ფეხზე, დგას ამაყად, დგას საკუთარი ენის, სარწმუნოებისა და კულტურის სადარაჯოზე და ვაერთიანებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მშვიდობა და წარმატებით გავერთიანდეთ იმ ევროპულ ოჯახში, რომელშიც არსი ჩვენი ბუნებრივი ადგილი," - აცხადებს თეა წულუკიანი. 

თავისუფლებისთვის ქართველი ხალხის ბრძოლას უსვამს ხაზს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ ევროპა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ტრიოს ქვეყნებს მისცემს ევროინტეგრაციის შესაძლებლობას. 

"26 მაისს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ პირობებში აღნიშნავთ. იმ პირობებში, რომ საქართველოს გაკეთებული აქვს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი. ჩვენ, ჩვენი ხალხის შრომით, ჩვენი ხალხის ბრძოლით მივედით იმ მომენტამდე, როდესაც ევროპამ ეს შესაძლებლობა გახსნა და ჩვენ ახლა ველით პასუხს, რომ ევროპა არის მზად, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას მისცეს საკუთარ ევროპულ წიაღში დაბრუნების შესაძლებლობა,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები