16 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
პირველი სურვილი, რაც დარწმუნებული ვარ თითოეულ მოქალაქეს ახსენდება, არის მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან - ხათუნა სამნიძე

ვის რა მოლოდინი აქვს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და როგორ აფასებენ დამოუკიდებლობის დღეს პოლიტიკოსები საქართველოს ევროპულ პერსპექტივებს - ოპოზიციის წევრებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

"პირველი სურვილი, რაც დარწმუნებული ვარ თითოეულ მოქალაქეს ახსენდება, ეს არის მივიღოთ მალე ჩვენი ეს ისტორიული შესაძლებლობა და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც დღეს დგას დღის წესრიგში. ვფიქრობ ისტორიული თვეა წინ, როდესაც ჩვენ ამდენი ბრძოლის, მცდელობის შემდეგ ამ გზაზე პირველ პერსპექტივას დავინახავთ და მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

​საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დრო, როდესაც საქართველო ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ევროპული საბჭოსგან, რაც უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმ გზის გაგრძელება, რასაც ევროპულ ოჯახში საქართველოს დაბრუნება ნიშნავს.

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები