16 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
"ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა" - დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკოსი დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ამ ეტაპზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ ეკუთვნის, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას:

"ჩვენ არ გვეკუთვნის ახლა კანდიდატობა, ისევე როგორც არ ეკუთვნოდა კანდიდატობა არც ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მაგრამ იმუშავეს ნელ-ნელა. მე ვხუმრობ ხოლმე, რომ ალბანეთია ჩემი იმედი, ალბანეთი ნატოს წევრია უკვე, არა ვართ მათზე უკან, მაგრამ ჩვენ გვაქვს ერთი დიდი ნაკლი, ცუდ დროს დაემთხვა ეს ხალხი ხელისუფლებაში, ასეთი ცუდი ხელისუფლება, ასეთი არაადეკვატური დასავლეთის გადმოსახედიდანაც საქართველოს არ ჰყოლია. შექმნილ ვითარებაში როგორც იქცევა ჩვენი მთავრობა, ეს ჩვენთვის ავანსად მოცემული იქნება," - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დღის ამბები