16 ნოემბერი 2024,   00:13
ვრცლად
"ეს არის ძვირად მოპოვებული დამოუკიდებლობა, ვისურვებდი, ახალგაზრდებმა უფრო კარგად იცოდნენ ეს რას ნიშნავს და რამდენად დასაცავია" - პრეზიდენტი

ზუსტად 17:10 საათზე. მაშინ, როდესაც 104 წლის წინ ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა საქართველოში ქვეყნის ეროვნული ჰიმნი აჟღერდა. ჰიმნი ისმოდა თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის, ქვეყნის მთავარ გამზირზე, იქ სადაც ამ წუთებშიც ხალხმრავლობაა და სადაც სპეციალურად მოწყობილი პავილიონების და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ მოწყობილი შემეცნებით-გასართობი კუთხეების დასათვალიერებლად უამრავი ადამიანი მიდის.

საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ მიულოცა პრეზიდენტმა:

"კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო არამხოლოდ თქვენ მაყურებელს, მთელ მოსახლეობას. ეს არის ძვირად მოპოვებული დამოუკიდებლობა. ვისურვებდი, რომ ახალგაზრდებმა რომლებიც აქ არიან უფრო კარგად იცოდნენ ეს რას ნიშნავს და რამდენად დასაცავია," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-თან.

დღის ამბები