31 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ამ ფაქტს კი წინ უძღოდა რეფერენდუმი, რომელზეც 98,9 პროცენტმა ხმა დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა.
დამოუკიდებლობის ორი აქტი ერთ საუკუნეში - ერთი საუკუნის შემდეგაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე კვლავ ჩრდილოეთის მეზობელია, რომელსაც დღესაც ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.
"ევროპისკენ" - ეს არის დღევანდელი დღის და წლის სლოგანი, რომელიც კიდევ უფრო აქტულურია საქართველოს მიერ ევროკავშირში გაკეთებული განაცხადის შემდეგ.
სწორედ ევროკავშირისკენ სწრაფვა იყო სახელმწიფოს პირველი პირების დღევანდელი გამოსვლების მთავარი თემა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, დღეს მთელი ქვეყნის მასტაბით აღინიშნა.