დედაქალაქის მთავარი მოედანი, საზეიმო ცერემონიის გარდა, დღეს არაერთ ღონისძიებას მასპინძლობდა. რუსთაველზე გამოსულ მოქალაქეებს და სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ოჯახთან ერთად მიულოცა.
26 მაისის დღესთან დაკავშირებით მომზადებული სივრცეები თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე საქართველოს პრეზიდენტმაც დაათვალიერა და დამოუკიდებლობის დღე მოსახლოებას "კურიერის" საშუალებით კიდევ ერთხელ მიულოცა.
წლევანდელ დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულს ის ფაქტი ხდის, რომ ქვეყნა ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია - მიიღებს თუ არა საქართველო ევროპული ოჯახის წევრობაზე კანდიდატის სტატუსს. საზეიმო ღონისძიების მონაწილე პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სტატუსის მიღება რუსეთის აგრესიის ფონზე აუცილებელია.
საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხარისხს, რომ ევროპული ინტეგრაცია კიდევ უფრო გაამყარებს ამაზე მმართველ გუნდშიც საუბრობენ, ამბობენ, რომ ამ გზაზე კონკრეტული ხელშესახები შედეგების მიღებას ელოდებიან.
26 მაისი - ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე წელს სიმბოლური ღონისძიებებით გამოირჩეოდა. ზუსტად 17 საათსა და ათ წუთზე, დედაქალაქის მთავარ გამზირზე და რეგიონებში ჰიმნი აჟღერდა, ასე მოხდა 104 წლის წინ, როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და თბილისში ჰიმნი გაისმა.