27 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს გორის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

11 წლის მოზარდის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარე დაკავებულის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. თავად 60 წლის მამაკაცმა ყველა ბრალდება უარყო და სხდომაზე თქვა, რომ ბავშვმა ძალადობის ისტორია გამოიგონა.

განსხვავებულია გამოძიების ვერსია. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ბავშვმა დედას რამდენიმე დღის წინ უამბო, რომ თანასოფლელმა მამაკაცმა მასზე ერთი წლის წინ იძალადა. ქალი სასწრაფოდ პოლიციას დაუკავშირდა, რის შემდეგაც მამაკაცი მალევე დააკავეს.

დღის ამბები