03 სექტემბერი 2026,   03:05
ვრცლად
სახელმწიფო ტყის ფონდში, მუხლუხიანი მძიმე ტექნიკით უნებართვოდ გადაადგილების ფაქტები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, სახელმწიფო ტყის ფონდში, 8 მუხლუხიანი ტრაქტორი დალუქეს.

გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდში მძიმე ტექნიკით უნებართვოდ გადაადგილების, მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გაუვარგისებისა და ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები.

სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით შედგა. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

დღის ამბები