4 ივნისს მთაწმინდის რაიონში რამდენიმე ქუჩის აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, შეზღუდვა გადაუდებელ სამუშაოებს უკავშირდება.
კერძოდ გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭოველიძის, ზანდუკელის, ერისთავ-ხოშტარიას, ბელინსკის, ბარნოვის, გოგებაშვილის, კერესელიძის და თ. ჩირგაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.