კულტურის სამინისტრომ ანსამბლ "ძირიანს" ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა. ღონისძიებას თეა წულუკიანიც დაესწრო. სახელმწიფოს მხრიდან ანსამბლების სამოსით უზრუნველყოფა დაახლოებით 15 წელია არ მომხდარა, რის გამოც, სამინისტრომ 197 ათას 999 ლარი გამოყო.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ 200 000 ლარი გამოიყო 12 ანსამბლის წევრებისთვის. წულუკიანის თქმით, ამ თანხით იკერება სასცენო სამოსი.