ჯანდაცვის სამინისტრომ მზაობა გამოთქვა სასწრაფოში დასაქმებულებს შეხვდეს და მათი მოთხოვნები მოისმინოს.
შეხვედრა 4 საათზე ჩაინიშნა. სამინისტროში შეხვედრაზე, როგორც ექიმები და მძღოლები, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებიც იქნებიან. ისინი სამინისტროს წარმომადგენლებს საკუთარ მოთხოვნებს გააცნობენ და უწყების პოზიციასაც მოისმენენ.
სასწრაფო დახმარების თანამშრომლები დღევანდელ აქციაზე მინისტრთან შეხვედრას და ხელფასების ზრდას ითხოვდნენ.