19 მაისი 2024,   12:24
ვრცლად
ილია მეორე უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე  უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს.  

"გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლების - ვიტალი ორბელაძის, ტელმან (ტატო) ბიგვავას, რატი შურღაიას, გიორგი გრიგოლიას, კირილე შანავას და დანიელ გერლიანის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულები, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიციცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა." - ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები