16 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ეს სამართლებრივი ნონსენსია - გურამ მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო სამართლებრივი ნონსენსია.

მისი განმარტებით, პრეზიდენტმა, ამ ქმედებით, აღიარა, რომ კანონთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს.

"ეს სამართლებრივი ნონსენსია. დიდი ხნის განმავლობაში იქნება ამ საკითხზე მსჯელობა იურისტებში, რამდენად არის ეს კონსტიტუციური. რა თქმა უნდა, ეს არ არის კონსტიტუციური. პრეზიდენტს არავინ ეკითხება, ზოგადად, კანონს მივიღებთ თუ არა. პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება შენიშვნები დაწეროს ან არ დაწეროს კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ის არაერთხელ გასულა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და მას ეს არ უჭირს. ის, რომ არგუმენტები არ აქვს და ესეც აღიარა, მნიშვნელოვანია, რადგან, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, პრეზიდენტი შენიშვნებს ვერ გამოაგზავნიდა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები