16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ გამბედაობა და არ გააუქმონ ვეტო - აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე ვეტოს დადებას აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ზურაბიშვილი, მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს იცავს.

"ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო", - წერს აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერი.

დღის ამბები