11 მაისი 2024,   18:59
ვრცლად
ჩვენი ქვეყანა მზად არის "ევრობასკეტს" ვუმასპინძლოთ - ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სპორტის სასახლე დაათვალიერა

ქვეყანა ევრობასკეტის სამასპინძლოდ მზად არის, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულებულია. 10 000 მაყურებელზე გათვლილი შენობა მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა. ახალი სპორტის სასახლე დღეს საღამოს საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნება, თანხა კი უკრაინაში ომით დაზარებულებს მოხმარდება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, "ევრობასკეტი" 1 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, 4 ივლისს სატესტო მატჩი გაიმართება.

"მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, რომ "ევრობასკეტს" ვუმასპინძლოთ, რომელიც 1 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევე ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მზად ვართ, მივიღოთ და ვუმასპინძლოთ "ევრობასკეტს". მე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის და სპორტის სამინისტროს, ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მშენებელ კომპანიას, რომელმაც, შეიძლება ითქვას, რეკორდულ დროში მოასწრო და ააშენა ეს არაჩვეულებრივი, უნიკალური კომპლექსი და მე მინდა ჩვენს მაყურებლებს, სპორტის გულშემატკივრებს მივულოცო დღევანდელი დღე,"- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ინფრასტრუქტურა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეშია, მულტიფუნქციურია.

"ეს სპორტის სასახლე ეკუთვნის ქართულ სპორტს და ყველა სპორტის სახეობას. ამ დარბაზის მულტიფუნქციურობა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა იქნას გამოყენებული. დღეს გრანდიოზული კონცერტით ვხსნით ამ სპორტის სასახლეს,"- აცხადებს წულუკიანი.  

დღის ამბები