15 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს

თავდაცვის, ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმინეს - სხდომა მედიისთვის დახურული იყო. მანამდე სუს-ის უფროსის მოადგილემ დეპუტატებს ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით გასული წლის ანგარიში გააცნო.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად დასახელდა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რაც გამოიხატებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლაში.

"2021 წელს გამოიკვეთა დესტრუქციულ გარე აქტორებთან შესაძლო კავშირის მქონე პოლიტიკური ძალების სხვადასხვა ფორმით გააქტიურების ტენდენცია. აღნიშნული სუბიექტების მხრიდან სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებით, მათ შორის სოციალური ქსელები, ვებგვერდები, ინტერნეტ ტელევიზია, ტელემაუწყებლობა, აქტიურად მიმდინარეობდა პროდასავლური კურსის საწინააღმდეგო პროპაგანდა.

საანგარიშო პერიოდში ასევე გამოვლინდა უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურებთან შესაძლო კავშირების მქონე ძალების მხრიდან საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მოპოვების და აღნიშნულ პროცესებში ჩართვის მცდელობები. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებაში არსებული მუხლის მათი ინტერესების შესაბამისად წარმართვა, მათ შორის ქვეყანაში სხვადასხვა დესტრუქციული პროცესების პროვოცირებისთვის," - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა.

დღის ამბები