18 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
"შინ ევროპისკენ" - ბათუმში აქცია მიმდინარეობს

"შინ ევროპისკენ" - ბათუმში აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად 6 მაისის პარკთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. სიტყვით გამომსვლელები ძირითადად სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. აცხადებენ, რომ ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებული აქცია.

მთავარი მესიჯი საქართველოს ევროპული არჩევანია. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და ამ გზიდან არ გადაუხვევს, ეს არის ქართველი ხალხის ნება .ეს აქცია კი ერთგვარი გზავნილია ევროპული პარტნიორების მიმართ, რომ დაინახონ ქართველი ხალხის ნება.

დღის ამბები