15 ნოემბერი 2024,   21:35
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩს დაიბარებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის ელჩს დაიბარებენ. მიზეზი ლიეტუვის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, იკრძალება ტვირთების ნაწილის ტრანსპორტირება კალინინგრადის რეგიონიდან ლიეტუვის მიმართულებით.

აკრძალვა შეეხება რუსეთსა და კალინინგრადს შორის გადაზიდული სარკინიგზო ტვირთების დაახლოებით 50%-ს, მათ შორის სამშენებლო მასალებს. რუსეთი საპასუხო ზომებით იმუქრება.

კალინინგრადის ოლქის გუბერნატორის განცხადებით, რუსული ტრანზიტის გარეშე, ბალტიისპირეთის პორტების არსებობა დასრულდება.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეზღუდვები ევროკავშირის სანქციების მეოთხე პაკეტით არის გათვალისწინებული. 

 

დღის ამბები