15 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
უკრაინას ნათელი ევროპული პერსპექტივა აქვს, განსაზღვრული გაქვთ რეფორმების დღის წესრიგი და უკვე მიაღწიეთ პროგრესს - ფონ დერ ლაიენმა რადას მიმართა

დღეს უკრაინის რადას ევროპული კომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიმართა. ვიდეომიმართვისას ევროპული კომისიის პრეზიდენტმა უკრაინის აღდგენის მნიშვნელობაზე და რეფორმების გატარებაზე ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა.

ფონ დერ ლაიენმა რადას ევროპული კომისიის რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას წინ გრძელი გზა აქვს გასავლელი, თუმცა დაპირდა, რომ ევროპა უკრაინის გვერდზე იდგება.

"ახლა უკრაინას ნათელი ევროპული პერსპექტივა აქვს. უკრაინა არის კანდიდატი ქვეყანა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. ეს წარმოუდგენლად გამოიყურებოდა 5 თვის წინ. თქვენ განსაზღვრული გაქვთ თქვენი რეფორმების დღის წესრიგი და თქვენ უკვე მიაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თქვენს დღის წესრიგში ღირსების რევოლუციის შემდეგ. თქვენ შექმენით შთამბეჭდავი ანტიკორუფციული მანქანა, მაგრამ ახლა ამ ინსტიტუტებს სჭირდება გაძლიერება და შესაბამისი ადამიანები მაღალ თანამდებობებზე.

სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ახალი ხელმძღვანელი და უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორი, რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს. ან განახორციელეთ თქვენი გეგმები საკონსტიტუციო სასამართლო რეფორმებისთვის. მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებისთვის საჭიროა კანონმდებლობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. ინსტიტუტები უნდა გაცოცხლდეს, რათა მათ შეძლონ თქვენი ხალხის მისწრაფებების შესრულება. ან იფიქრეთ ეკონომიკაზე ოლიგარქების ზედმეტ გავლენაზე. დღეს უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობაში, რომელმაც მიიღო კანონი ოლიგარქის ძალაუფლების გასარღვევად თქვენს ეკონომიკასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. რა თქმა უნდა, რეფორმებს დრო სჭირდება. დემოკრატია ასე მუშაობს. მას სჭირდება მუდმივი ერთგულება," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მის მიმართვამდე რადაში სიტყვით ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ერთგულება ევროპისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"უკრაინისა და ევროკავშირის ახალი ისტორია დაიწყო. ჩვენ ახლოს კი არა, უკვე ერთად ვართ. ჩვენ ახლო მეზობლები კი არა, ერთი ევროპული ოჯახი ვართ. ერთიანი ღირებულებებით. ეს არ არის უბრალო სიტყვები, ეს არ არის პროგნოზი, არც მოლოდინი, ეს არის ლეგალური სტატუსი. უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენ მიწას. ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მივაღწევთ.

ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. თქვენ ძვირფასო პარლამენტის წევრებო, თქვენ მოგიწევთ ათობით კანონის შექმნა, ეს მარტივი არ იქნება. თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილებები უკრაინის გასავითარებლად. დღეს, ჩვენ ერთობლივ განცხადებას მოვაწერთ ხელს, რომელიც იქნება მესიჯი და მზაობა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის შესახებ, ეს ისეთივე მნიშვნელოვანი დოკუმენტი იქნება, როგორიც ადრე ომის დასაწყისისას ხელმოწერილი დოკუმენტი იყო, რომელსაც 115 დღე დასჭირდა კანდიდატის სტატუსის მისაღებად," - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები