"შინ ევროპისკენ", აქციის მზადების პროცესი დაპირისპირებების და ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს. ორგანიზატორები ფლაერებს არიგებენ და მოსახლეობას ხვდებიან, რასაც ადგილობრივების ნაწილი და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ეწინააღმდეგებიან.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ძალადობრივ ჯგუფებს არანაირი კავშირი არ აქვთ "ქართულ ოცნებასთან" და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტების უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას.
"რეალურად ამ სამოქალაქო მოძრაობის უკან გაიშიფრა, რომ დგას "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლიდერების ადგილზე გამოჩენას მოჰყვება ხოლმე გარკვეული კონფლიქტური ვითარებების შექმნა, სხვადასხვა სიმწვავით, სხვადასხვა დოზით,"-აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილს სარჯველაძე.
ხელისუფლების ოპონენტები კი გუშინდელ დაპირისპირებას ხელისუფლებისგან მართულს და დაგეგმილ ქმედებას უწოდებენ, რომელიც მიმართული იყო სამოქალაქო აქტივისტებზე.