თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორს უმასპინძლეს. სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა წარმატებით ხორციელდება.
საქართველოს მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი ესტუმრა. ბრიგადის გენერალ სტეფან კოვიტცს გენერალურ შტაბში თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა უმასპინძლა.