15 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობა დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ პატიმრობის ახალ კოდექსზე მუშაობა დაიწყო.
პენიტენციურ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი განხილვა, უწყებათაშორის ფორმატში იუსტიციის სამინისტროში გაიმართა.

პროცესის ფარგლებში, სასჯელაღსრულების სამართლის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის კოდიფიკაცია მოხდება, გადაისინჯება როგორც საკანონმდებლო აქტის სტრუქტურა, ისე მისი შინაარსობრივი მხარე. შედეგად, მოხდება სრულიად ახალი პატიმრობის კოდექსის პროექტის შემუშავება და საშემოდგომო სესიაზე საქართველოს პარლამენტში ინიცირება.

დღის ამბები