18 აგვისტო 2022,   05:26
ვრცლად
"ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს - ამ წუთებში აქციის მონაწილეები მთაწმინდისკენ მიემართებიან

ევროკავშირის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე "ალტ-ინფოს" მხარდამჭერებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს. მანამდე მათ პარლამენტის წინ ლგბტ თემისა და ნატოს დროშები დახიეს.

ამ წუთებში კი, ნაწილი პარლამენტთან რჩება, ნაწილი კი მთაწმინდისკენ მიემართება.  

ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავდნენ. პარლამენტიდან მათ "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლეს, შემდეგ კი ევროკავშირის ოფისისკენ გაემართნენ.  

დღის ამბები