15 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ვინც გეგმას არ უერთდება, თვით ილუსტრაციას აკეთებს, რომ ეს ვნებათაღელვები არ იყო იმ მიზნით, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას - ქადაგიშვილი

თანხმობა ხელისუფლების შეთავაზებას თუ ალტერნატიული გეგმა - რა გადაწყვეიტლებას მიიღებს ოპოზიციის ნაწილი? ევროპული მომავლისთვის რეკომენდაციების შესრულებაზე პოლიტიკური მხარეები თანხმდებიან, თუმცა საერთო გეგმაზე - ვერა. მმართველი გუნდის სტრატეგიას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ იზიარებს და საკუთარი გეგმის გასაჯაროებას დღეს აპირებს. "ქართული ოცნების" განცხადებით, შეთავაზება ოპონენტებისთვის ერთგვარი ტესტია.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ თუ ვინმეს რეალურად უნდა გააკეთოს ის, რასაც ევროკავშირი გვთავაზობს, ამის ერთადერთი გზა საპარლამენტო მუშაობაა, ხოლო ვინც გეგმას არ უერთდება, მისი თქმით, თვითლუსტრაციას აკეთებს.

"ვინც ამ გეგმას არ უერთდება, კიდევ ერთხელ თვით ილუსტრაციას აკეთებს, რომ მათთვის, ევროკავშირთან დაკავშირებული ეს ბოლო ვნებათაღელვები არ იყო რეალურად იმ მიზნით, რომ საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივა გაეხსნას. მათთვის მთავარია რაიმე საბაბი ყოფილიყო მოძებნილი, რათა რევოლუციური სცენარი, ქვეყანაში არეულობა, ქაოსი და ამ ფონზე მათი ოცნება, რომ ხელისუფლება ჩაეგდოთ ხელში - განხორციელებულიყო. გამომდინარე აქედან, აქ უკვე არჩევანი ძალიან მარტივია, თუ შენ გინდა გააკეთო ის, რასაც გთავაზობს ევროკავშირი, ამის ერთადერთი ადგილი და გზა არის საპარლამენტო მუშაობა," - აცხადებს ქადაგიშვილი.

დღის ამბები