15 ნოემბერი 2024,   14:07
ვრცლად
არ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ დროის გაყვანის უაზრო გეგმაში - ოპოზიცია მთავრობის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესასრულებელ გეგმაზე

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლების გეგმა გაწერილია, ჯერი ოპოზიციაზეა. თანხმობა მმართველი გუნდის შეთავაზებას, თუ ალტერნატიული გეგმა - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციის ნაწილი და შეძლებს თუ არა პოლიტიკური სპექტრი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთობლივ მუშაობას? შეთავაზება, ოპონენტებისთვის, "ქართული ოცნების" განცხადებით, ერთგვარი ტესტია. ოპოზიციის უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ "დროის გაყვანის უაზრო გეგმაში" მონაწილეობას არ აპირებენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს მთავრობის შეთავაზებული გეგმა ჩვეულებრივი ტყუილია და მის გუნდს აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია.

"ეს არის ჩვეულებრივი კიდევ ერთი ტყუილი, რომელ ტყუილებსაც ისინი მიჩვეული არიან. მათ ხომ ფარდა ჩამოეხსნათ, ისინი არიან ანტიდასავლური, მატყუარა ძალა, რომელსაც დიაგნოზი დაუსვა დასავლეთმა, აბა რა დიაგნოზი დაუსვა? - ოლიგარქია. ჩვენი გეგმა არის მრავალკომპონენტიანი, გამარჯვებაზე ორიენტირებული, ხალხის ნება-სურვილზე ორიენტირებული. ეს არის გეგმა, როგორც სამოქალაქო პროტესტი, ეს არის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ასევე შესამუშავებელია, საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა, მაგრამ მთავარი დღეს რაც უნდა საზოგადოებას, - დეოლიგარქიზაციადეოლიგარქიზაცია, როგორც მთავარი ამოცანა, როგორ უნდა იქნას მიღწეული, ჩვენს გუნდს დეტალურად გვაქვს გაწერილი და ამას აუცილებლად მივაღწევთ," - აცხადებს ვაშაძე.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ისინი დროის გაყვანის უაზრო გეგმაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ, მისი თქმით მთავრობის ეს კაბინეტი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

"ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ დროის გაყვანის უაზრო გეგმაში, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. პირველ რიგში, მაგალითად ის შეთანხმებები, რასაც მივაღწიეთ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში, ეს უნდა ასრულდეს - ეს არის სწორედ დეპოლარიზაციის გეგმა. საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ ისტორიული შანსი დააკარგვინა ჩვენს, როდესაც ვერ მივიღეთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამიტომ სრულიად მართებული მოთხოვნაა, რომ ამ კაბინეტს ვერ ექნება ნდობა საზოგადოების და შესაბამისად ჩვენ ვიზიარებთ იმ მოთხოვნას, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ დააყენა, რომ დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ეს კაბინეტი, უნდა მოხდეს ეროვნული თანხმობის კაბინეტის დასახელება და მხარდაჭერა პარლამენტის მიერ," - ამბობს სამადაშვილი.

დღის ამბები