გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, მთავრობის მიერ ევროკომისიის კრიტერიუმების შესასრულებლად გეგმის ჩამოყალიბებას ეხმაურება. მისი თქმით, მოხარულია რომ მუშაობა დაწყებულია და ამბობს, რომ ასეთ დროს არც ერთი პარტია არ უნდა გადგეს გვერდზე.
"მოხარული ვარ, რომ იმ 12 პირობაზე, რომელიც ევროკავშირმა შეიმუშავა - მუშაობა დაწყებულია. პოლიტიკოსები ფიქრობენ, თუ როგორ შეასრულონ ისინი. ასევე, ხალხი ქუჩებში გამოვიდა, რათა გამოეხატა საკუთარი სურვილი, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც მხარს უჭერს ევროპულ იდეას, ჩართულია ამ ძალისხმევაში.
არცერთი პარტია არ უნდა გადგეს გვერდზე, მხოლოდ მათი საქმით არ უნდა დაკავდნენ. ისინი ერთად უნდა დადგნენ და ითანამშრომლონ. ეს არის რაზეც ევროკავშირმა იგულისხმა დეპოლარიზაციაზე ხაზის გასმით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით საქართველოსთვის. ჩვენ ვიცით რომ პოლარიზაცია საქართველოს პოლიტიკური სისტემის ნეგატიური თვისებაა. ეს არის ის, რაც უნდა დაიძლიოს ყველა მხარის მიერ. თქვენ შეიძლება გქონდეთ დემონსტრაციები, გამოხატოთ აზრი, გქონდეთ დებატები პარლამენტში. როდესაც გაქვთ დებატები პოლიტიკაზე, როგორ მიიღოთ კანონი, განსაზღვროთ საქართველოსთვის საუკეთესო პოლიტიკა, ეს ლეგიტიმური განხვილვაა" - აცხადებს ჰუბერტ ქნირში.