15 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
ხალხის არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში არის ბევრი იარაღი და ჩვენ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში - შოთა დიღმელაშვილი

გუშინ რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა საკუთარ გამოსვლებში სერბეთის და უკრაინის მაგალითები ახსენეს.

შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხალხის არაძალადობრივი წინააღმდეგობის არსენალში არის ძალიან ბევრი იარაღი და ყველა ეს იარაღი იქნება გამოყენებული, რომელიც, ასევე, იქნა გამოყენებული სერბეთსა და უკრაინაში.

"ხალხის წინააღმდეგობით, და მე მინდა ხაზი გავუსვა - არაძალადობრივი წინააღმდეგობით, რომლის არსენალში არის ძალიან ბევრი იარაღი და ჩვენ ყველა ამ იარაღს გამოვიყენებთ, როგორც გამოიყენეს სერბეთში, უკრაინაში, ყველგან, სადაც დაამხეს ავტორიტარიზმი," - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

შეგახსენებთ, აქციის მთავარ მოთხოვნას პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობის გადადგომა წარმოადგენდა. აქციის მონაწილეების თქმით, ევროინტეგრაციის გზის გაგრძელებისთვის აუცილებელია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება და ეს მხოლოდ ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებშია შესაძლებელი.

დღის ამბები