15 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
სეულში, საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი

სეულში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს საელჩოს შუამდგომლობით, ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია იყო წარმოდგენილი.

კორეის რესპუბლიკა, ჩინეთთან და იაპონიასთან ერთად, აზიის რეგიონში ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება.

დღის ამბები