26 დეკემბერი 2024,   14:38
ვრცლად
ყველა პარტიამ მხარდაჭერა აღუთქვა "სირცხვილიას" სულელურ გეგმას, ეს სულელური გეგმა ჩაიფუშა, ახლა დგანან და "სირცხვილიას" აგინებენ - ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი აქციას "შინ ევროპისკენ" სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ "სირცხვილიას" გეგმა წარმატებული არ გამოდგა და მან კრახი განიცადა. 

"თქვენთან ერთად ომში წამსვლელის დედაც.... 

ყველა პარტია, ჩვენ გარდა, დალაგდა და თვალთმაქცურად, არიქა ბევრი ხალხი უდგათო, "სრული მხარდაჭერა" აღუთქვა მშვენიერაძის, ქადაგიძის და "სირცხვილიას", ჩემი რწმენით და თქმით სულელურ გეგმას. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ეგ სულელური გეგმა ჩაიფუშა. ახლა დგანან "სირცხვილიას" აგინებენ. 

"სირცხვილიამ" ის ქნა, რაც იცოდა - მეტი არაფერი იცის და არც ჭკუის დამრიგებელი ყავს. აი დანარჩენი პარტიები, რომ დაეთანხმეთ, ახლა რატომ აგინებთ?"- წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

დღის ამბები