26 დეკემბერი 2024,   13:57
ვრცლად
შოიგუმ პუტინს ლისიჩანსკის "გათავისუფლების" შესახებ მიაწოდა ინფორმაცია - პუტინის თქმით, "ოპერაციაში" მონაწილე სამხედროებმა უნდა დაისვენონ

სერგეი შოიგუმ პუტინს ლისიჩანსკის "გათავისუფლების" შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "სპეცოპერაცია" გეგმის მიხედვით მიდის.

მისივე თქმით, "ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის" "გათავისუფლებაში" მონაწილე სამხედროებმა უნდა დაისვენონ. გამორჩეული მებრძოლები კი უნდა დაჯილდოვდნენ.

"სამხედრო ფორმირებებმა, მათ შორის აღმოსავლეთის და დასავლეთის ჯგუფის ჩათვლით, უნდა შეასრულონ თავიანთი ამოცანები დამტკიცებული ერთიანი გეგმის მიხედვით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ამ მიმართულებით წავა, ისევე, როგორც ეს მოხდა ლუჰანსკში აქამდე. ნაწილებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს აქტიურ საომარ მოქმედებებში და მიაღწიეს წარმატებებს, გამარჯვებებს ლუჰანსკის მიმართულებით, რა თქმა უნდა, უნდა დაისვენონ, გაზარდონ თავიანთი საბრძოლო შესაძლებლობები,"- აცხადებს პუტინი. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ამბობს, რომ რუსმა სამხედროებმა და ლუჰანსკის "სახალხო მილიციის" ნაწილებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გაანადგურეს 196 უკრაინული ტანკი.

"ორ კვირაში ლისიჩანსკის და სევეროდონეცკის რაიონი ალყაში მოაქციეს . კონტროლის ქვეშ მოექცა 25 დასახლება - მათგან ყველაზე დიდია სევეროდონეცკიზოლოტეგორსკოევოლჩეაროვკა. ოპერაცია გუშინ დასრულდა ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის ლისიჩანსკის გათავისუფლებით. რუსმა სამხედროებმა და ლუჰანსკის სახალხო მილიციის ნაწილებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაანადგურეს 196 უკრაინული ტანკი და ჯავშანმანქანა, 12 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი, 69 უპილოტო საჰაერო ხომალდი, ექვსი შორი დისტანციის საზენიტო სარაკეტო სისტემა, 97 საბრძოლო სარაკეტო მანქანა. განადგურდა 166 საველე და 216 სხვადასხვა დანიშნულების მანქანა,"- აცხადებს შოიგუ. 

დღის ამბები