26 დეკემბერი 2024,   14:31
ვრცლად
გეგმის გარეშე დაშლილი აქცია, შეინარჩუნებს თუ არა მოძრაობა საზოგადოების მხარდაჭერას - მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია

ბოლო ათი დღის განმავლობაში, საკანონმდებლო ორგანოსთან მესამედ შეკრებილი ადამიანების მოთხოვნებსა და აქციის ფორმას, დღეს პოლიტიკური სპექტრი გამოეხმაურა.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ აქციებზე საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილო დამოკიდებულებას გამოხატავს და სწორედ ამიტომ, აქციის ორგანიზატორების პოლიტიკური მოთხოვნები - პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ტექნიკური მთავრობის შექმნაა.

ევროკავშირის კანდიდატობის თემას, რადიკალური ოპოზიცია რევოლუციური სცენარით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იყენებს - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარე საუბრობს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს გეგმა გუშინ ჩავარდა, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" და ამ პარტიასთან აფელირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების ნდობა არ აქვს.

გუშინ გამართული აქციის შემდეგ, საზოგადოებაში ჩამქრალ საპროტესტო მუხტზე ამახვილებენ ყურადღებას "გირჩისა" და "მოქალაქეების" წევრებიც. ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით, უშინაარსო ქმედებებითა და გაუგებარი მოთხოვნების დაყენებით, აქციის ორგანიზატორებმა შეცდომა დაუშვეს.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საპროტესტო აქციების ჭრილში და შეინარჩუნებს თუ არა მოძრაობა საზოგადოების მხარდაჭერას? - მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ რესურსი ამ ეტაპზე ამოწურულია, რადგან მოსახლეობამ კარგად გაანალიზა, რომ ოპოზიცია მათ განწყობას პარტიული ინტერესებისთვის იყენებს. ოპოზიციასთან ერთად, საკუთარი გამოკვეთილი პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, სამოქალაქო სექტორი გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარემაც.

საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის დასრულების შემდეგ, ორგანიზატორებს კონკრეტული გეგმა არ წარმოუდგენიათ. მათ თქვეს, რომ პროტესტის გაგრძელების გზებზე მსჯელობას უახლოეს დღეებში განაგრძობენ.

დღის ამბები