ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული 12 პუნქტიანი რეკომანდაციების შესრულების გეგმას, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, ევროპარლამენტარები აფასებენ.
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მმართველის ძალის მიერ შემუშავებულ გეგმას ჯერ დეტალურად არ იცნობს, თუმცა ფაქტს, რომ ინიციატივები უკვე წარმოდგენილია, პოზიტიურად აფასებს.
ჯერ კარგად არ გავცნობივარ გეგმას, მაგრამ მივესალმები პროცესს, რომ არის ინიციატივები მაგიდაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც მისასალმებელია. მინდა საფუძვლიანადა გავეცნო და შევაფასო - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
"ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ წინგადადგმული ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს ხელს შეუწყობს პირობების დაკმაყოფილებას და დიდი იმედი მაქვს იმ სულისკვეთებითაა, რასაც ითხოვს ევროკავშირი, ევროპარლამენტი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გეგმის არამარტო გამოცხადება, არამედ იმპლემენტაცია იქნება მთავარი. ზოგადად, დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არის ახალი წინადადებები საქართველოს მხრიდან და გავეცნობი დღეს მათ დეტალურად. მმართველ პარტიას, ხელისუფლებას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ქმედებების უმრავლესობაზე, ახალი წინადადებებია წაკითხვის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. გავეცნობი ყველა პუნქტს და დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით," - განაცხადა ფონ კრამონმა.