15 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
როგორ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად - ოპოზიციის ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს

როგორ გაგრძელდება მუშაობა ქვეყანაში 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად - ხელისუფლებამ საკუთარი წინადადებები უკვე წარადგინა და ოპონენტებს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. ოპოზიციის ნაწილს საკუთარი ხედვები აქვს და რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვს.

ოპოზიციის მეორე ნაწილი რიგგარეშე სხდომის დანიშვნას არ ეთანხმება და საკუთარი გეგმის წარდგენას აანონსებს. მმართველი გუნდი კი განმარტავს, რომ რიგგარეშე სხდომები მხოლოდ საგანგებო სიტუაციების დროს, ან იმ შემთხვევაში ინიშნება თუ კანონპროექტები კომიტეტებში განხილულია.

"ულტიმატუმის ენით საუბარი პოლიტიკური პარტიებისგან არ არის. მოსახლეობა აყენებს კონკრეტულ მოთხოვნებს, რომელსაც პოლიტიკოსები ვუერთდებით. ასევე, მაშინ, როდესაც საქმე ჩვენი შვილების მომავალს ეხება, უკაცრავად, მაგრამ მოთხოვნები რომ შესაძლოა ძალიან მკაფიო და მკაცრი იყოს არავის არ უნდა გაუკვირდეს," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე. 

ოპოზიციის წევრების შეფასებით, აუცილებელია ოპოზიციამ დროულად წარმოადგინოს ინიციატივები, რომლებიც უნდა შეიტანონ პარლამენტში იმისთვის, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შესრულდეს.

"მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, უნდა იყოს მიღებული სრულად პროპორციული და 2%-ანი ბარიერი და ეს საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის გარდა იქ არის სხვა საკითხებიც, რომელზეც ვფიქრობ რომ ოპოზიციამ თავისი ხედვა უნდა წარმოადგინოს,"- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი.

დღის ამბები