15 ნოემბერი 2024,   12:31
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მის სავარაუდო თვალთვალთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მის სავარაუდო თვალთვალთან დაკავშირებით პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სარჩელით მიმართა.

დეკანოიძის თქმით, 29-30 ივნისს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანქანებში მსხდომი პირები მას დასდევდნენ და უთვალთვალებდბენ.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიყურადება და თვალთვალი არის უკანონო და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

"მინდა საზოგადოებას ღიად ვუთხრა, რომ დიახ ჩვენ შეგვაქ სარჩელი. ის ფაქტები რაც მე მაქვს და ჩვენ გვაქვს უნდა გახდეს გამოძიების საგანი," - აცხადებს დეკანოიძე.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას" თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ უკანონო თვალთვალი დანაშაულია, რაზეც გამოძიება უნდა დაიწყოს. 

"ვფიქრობ, თვალთვალი არის უკანონო, რაც თავის მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით წარმაოდგენს დანაშაულს და ამ გამოძიებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება," - აღნიშნავს მარიკაშვილი.

​"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი კი, ფაქტს სკეპტიკურად უყურებს. 

"ეს არის ხელოვნურად წარმოქმნილი საკითხები, რათა მათ თვითაქტუალიზაცია ჰქონდეთ აპოლიტიკურ სივრცეში. მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რომ თავიანთ ამომრჩეველს ესაუბრონ. ერთადერთი გზა მათ რაც რჩებათ, რომ ილაპარაკონ არის ის, რომ გამოიგონონ რაღაც ამბები,"- აცხადებს იონათამიშვილი.

დღის ამბები