27 აპრილი 2024,   04:43
ვრცლად
ქალაქი დონეცკი და სლავიანსკი იბომბება, კიევთან ნაწამები ადამიანების ცხედრებს მიაკვლიეს - რა ვითარება უკრაინაში ომის 132-ე დღეს

როგორია ვითარება უკრაინაში ომის 132-ე დღეს - ლუჰანსკის ოლქის აღების შემდეგ რუსი ოკუპანტები განუწყვეტლივ ბომბავენ დონეცკს. გვიან ღამით რუსულმა არმიამ ოლქს 24 სარაკეტო დარტყმა მიაყენა და 13 დასახლებული პუნქტი დაბომბა, დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვს კიევი ამ დრომდე აზუსტებს. დარტყმის ქვეშ არის სლავიანსკიც, რომლის აღებასაც საოკუპაციო ძალა ომის დაწყების დღიდან ცდილობს, რუსულმა ბომბებმა მთლიანად გაანადგურა ქალაქის ცენტრი.

ოკუპანტები უტევენ მიკოლაივსაც, საპორტო ქალაქისთვის რუსული რაკეტები უკვე ყოველდღიურ რეალობად იქცა, დაბომბვების შედეგად კი მიკოლაივის კლინიკებს სულ უფრო მეტი დაჭრილი მოქალაქე აკითხავს.

დღის ბოლოს უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქის მახლობლად ნაწამები ადამიანების ცხედრებს მიაკვლიეს. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

საპასუხო დარტყმებს იღებს რუსული არმიაც. უკრაინელების საპასუხო ცეცხლის შედეგად ოკუპირებულ მელიტოპოლში რუსი სამხედროების ბაზა აფეთქდა, კიევი ირწმუნება, რომ საარტილერიო შეტევის შედეგად 200-ზე მეტი ოკუპანტი დაიღუპა.

დღის ამბები