15 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს მოუწია, გარკვეულწილად, აღიარება, რომ პოლიტიკურ პარტიებად გაფორმებას აღარ გამორიცხავენ - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ პარტიებსა და სამოქალაქო სექტორს შორის ზღვარი წაშლილია.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილს მოუწიათ გარკვეულწილად აღიარება, რომ გაფორმდნენ როგორც პარტიები. 

​"საბოლოო ჯამში, ვინაიდან არ იმალებოდა მათი პოლიტიკოსობა, მოუწიათ გარკვეულწილად ამის აღიარება და თქმა, რომ აღარც გამორიცხავენ, რომ ამ ყველაფერმა იურიდიული სახე მიიღოს და გაფორმდნენ როგორც პარტიები. თავისთავად, პრობლემა ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა თუ არა პოლიტიკოსობა და არის თუ არა პოლიტიკოსი, პრობლემა ის არის, როდესაც ფარსია, როდესაც იგივე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თავს გაჩვენებს, როგორც ობიექტურ, მიუკერძოებელ, პროფესიული ნიშნით მაკრიტიკებელ ადამიანად, სინამდვილეში ის არის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს დღის წესრიგი პოლიტიკური. ისინი არ მალავენ, რომ მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოცილება, რაც ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის არჩევანის უარყოფაა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები