15 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს, საკადრო პოლიტიკის ნაწილში მინიმუმ და არავის არ უთქვამს, რომ ბარაკ ობამა ამერიკის არაფორმალური მმართველია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს.

"ბარაკ ობამა ოფიციალურად აძლევს რჩევებს ბაიდენს საკადრო პოლიტიკის ნაწილში, მინიმუმ, რაც საჯაროდ არის ცნობილი და არავის არ უთქვამს, რომ ბარაკ ობამა არის არაფორმალური მმართველი ამერიკის.

ბაიდენის ადმინისტრაციის 90 პროცენტი არის ობამას ადმინისტრაციის გაგრძელება და ობამა არის, ამიტომ, ამერიკის არაფორმალური მმართველი? უფრო მეტიც, პირდაპირ ღია წყაროებში შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით , რომ ობამა პირდაპირ არის ჩარეული, რჩევების მიცემის კუთხით, ბაიდენის საკადრო პოლიტიკაში. ეს არის ჩვეულებრივი ნორმა. ობამა არ არის პოლიტიკოსი, არანაირი სტატუსი ობამას არა აქვს," - განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე იღებს თუ არა მმართველი გუნდი ივანიშვილისგან რჩევებს, კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არ იღებენ რჩევებს, მაგრამ რომც აძლევდეს ივანიშვილი რჩევას მმართველს გუნდ ამაში დანაშაული არაფერია. 

"ერთადერთი, რაც შეიძლება თეორიულად ვიღაცამ თქვას, ხომ არ აძლევს ვიღაცას რჩევებს ივანიშვილი. რჩევებსაც რომ გვაძლევდეს, არ გვაძლევს, ესეც იქნებოდა ჩვეულებრივი ნორმა," - განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები