ელენე ხოშტარია ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. "დროას" ლიდერის განცხადებით, შესაბამის მასალას საერთაშორისო საზოგადოებას მიაწვდის. მისი თქმით, ამ ნაბიჯებით დეოლიგარქიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს.
"ჩვენი ამოცანა არის, რომ დეოლიგარქიზაციის პროცესის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყოს სწორედ საერთაშორისოდ პერსონალური სანქციები. ჩვენ მივაწვდით ჩვენს პარტნიორებს ინფორმაციას გრიგოლ ლილუაშვილის, სუს-ის ხელმძღვანელის შესახებ. ასევე, სუს-იდან ჩვენ გამოვყავით კობა კობიძე, ეს არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ოტო-ს ხელმძღვანელია და ვახტანგ გომელაური," - აცხადებს ელენე ხოშტარია.
უმრავლესობა კი ხოშტარიას რუსულ სპეცასმსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
"ახლა უკვე ბოლომდე გასაგებია თუ რა მიზნებს ემსახურებოდა, როდესაც ხოშტარიას ერიცხებოდა მილიონობით რუსული რუბლი და ასევე, რა ასწავლეს მგიმო-ში, როდესაც ის საგარეო დაზვერვის დაზვერვის სპეციალისტად ჩამოყალიბდა რუსეთის საგარეო დაზვერვის. შესაბამისად ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის აფელირებული რუსულ პრესსამსახურებთან და მისი ნებისმიერი ინიციატივა უნდა განვიხილოთ, რომ არის ბრჭყალებში ვიტყვი, ოცნება სწორედ რუსული პრესსამსახურების," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.