პროექტს "ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის" 130 კურსდამთავრებული ჰყავს. მათ ბოლნისის მუზეუმში დაჯილდოვების ცერემონიაზე სერთიფიკატები გადაეცათ. კურსდამთავრებულებს ქართულ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და მეტყველება შეუძლიათ.
ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, ქართული ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სათემო ცენტრებში, 2022 წლის მარტიდან დაიწყო.