ოთარ შამუგია ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, კერი ფაულერს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის საკითხი განიხილეს.
ამერიკაში ვიზიტის დროს, ოთარ შამუგიამ შეხვედრები გამართა USAID ევროპის და აზიის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილესთან, USDA-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან და CNFA-ის პრეზიდენტ სილვიან როისთან.