ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს დავუჭიროთ მხარი მის დასავლურ გზაზე, იმაში, რაც გაკეთდა, მინდა, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით, ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა ვენაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ავსტრიის კანცლერმა აღნიშნა, რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა ევროპის არქიტექტურა შეცვალა.
"ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატო-ს, ფინეთსა და შვედეთზეა ლაპარაკი, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უდნა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება თუნდაც იმ გზით, რომ მოხდეს მათი ნატო-ში გაწევრიანება. იცით, რომ სამი ქვეყანა ნეიტრალურია: ავსტრია, ირლანდია, მალტა და კვიპროსი, რომლებიც ალიანსებში არ ერთიანდებიან. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იცვლება ნატო და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი და უფრო ძლიერი ნატო და ნატო, რომელიც მზად არის, უფრო დიდი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე აქამდე ხდებოდა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის დიდი გლობალური, სტრატეგიული მიზნები ამ ყველაფრით, ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული", – განაცხადა კანცლერმა.
მისივე თქმით, ომი თავისთავად წარმოადგენს ტრაგედიას უკრაინელებისთვის, საქართველო თავის მხრივ თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს.
"ავსტრიაში მაგალითად 80 000 ლტოლვილია ქალები და ბავშვები, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ყველაზე მძიმე ფორმა, ყველაზე ცუდი ფორმა პოლიტიკური დაპირისპირების. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცაღა რეგიონში საქართველო აღიქმება ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის. ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ძალიან კარგი ურთიერთობებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს დავუჭიროთ მხარი მის დასავლურ გზაზე, იმაში რაც გაკეთდა, რაც გაკეთდება და მინდა, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-იანი ოკუპაციის პირობებში და მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია", – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა.