26 დეკემბერი 2024,   22:41
ვრცლად
გვჭირდება მკაფიო განცხადებები ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩებისგან, რომ ისინი ემიჯნებიან ომისკენ მოწოდების განცხადებებს - სოზარ სუბარი ყაველაშვილის წერილზე

მიხეილ ყაველაშვილმა ღია წერილით მიმართა კელი დეგნანს, სადაც იგი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა ამერიკის იმიჯის დასაცავად ენმ-ის პროვოკაციებს საჯაროდ გამიჯვნოდა. ყაველაშვილის ამ განცხადებას, გამოხმაურებები უკვე მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ სჭირდებათ მკაფიო განცხადებები  პარტნიორი ქვეყნის ელჩებისგან, რომ ისინი ემიჯნებიან ომისკენ მოწოდების განცხადებებს.

"როდესაც საქართველოში ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოწოდებებს აკეთებენ ოპოზიციის წევრები, პირდაპირ განცხადებებს აკეთებს სახალხო დამცველი, პირდაპირ განცხადებებს აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეკა გიგაურის განცხადება საკმარისია, თუმცა ბევრი ასეთი იყო.

ამ შემთხვევაში გვჭირდება, რომ იყოს მკაფიო განცხადებები ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისგან და ქვეყნების ელჩებისგან, რომ ისინი ემიჯნებიან მსგავს განცხადებებს. როდესაც შენი პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ღია ტექსტებით უცხადებენ მათ მხარდაჭერას შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისინი ეთანხმებიან მათ აი ამ მოწოდებებში ომისკენ და ეს გვინდა სწორედ რომ გააკეთოს როგორც კელი დეგნანმა, ისე ყველა იმ ელჩმა, რომელიც საქართველოს პარტნიორები არიან", -აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები