26 დეკემბერი 2024,   22:33
ვრცლად
ვინ იდგა ცნობილი კრიპტოპირამიდის უკან? - დაწესებულია 100 000 დოლარის ჯილდო მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ

აშშ-ის ფედერალური სამსახური ეძებს გერმანიის მოქალაქე ქალს, რომელმაც 4 მილიარდი დოლარის ყალბი კრიპტოვალუტა გაყიდა. ბრალდებული ქალი, რუჯა იგნატოვა, ასევე ცნობილია როგორც "კრიპტოქუინი". ინფორმაციას CNN ავრცელებს. 

ამასთან, FBI-მ იგნატოვას დაკავებაში დახმარებისთვის და ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებისთვის სოლიდური ჯილდო -  100,000 დოლარი დააწესა.

კრიპტოვალუტა გაიყიდა სახელწოდებით - OneCoin. 

რუჯა იგნატოვას, იგივე "კრიპტოქუინს", 2019 წელს ბრალი წაუყენეს რვა ბრალდებით, მათ შორის საბანკო თაღლითობისა და ფასიანი ქაღალდების თაღლითობისთვის, ბულგარეთში დაფუძნებული OneCoin Ltd-ის პირამიდული სქემის შექმნისთვის.

"მან მშვენივრად შეადგინა თავისი სქემა, გამოიყენა კრიპტოვალუტის ადრეული პერიოდის გამაოგნებელი სპეკულაციები," - აცხადებს მანჰეტენის მთავარი ფედერალური პროკურორი დემიან უილიამსი.

უილიამსმა OneCoin-ი აღწერა, როგორც "ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი Ponzi სქემა".
უილიამსის თქმით, იგნატოვა 2017 წლის ბოლოს გაუჩინარდა.

 

დღის ამბები